Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საბაკო რეკლამებს ხშირად მოსახლეობა შეცდომაში შეყავს
Georgian Hot News
21 December 2014, 01:23

საბანკო რეკლამებს ხშირად მოსახლეობა შეცდომაში შეყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში", რომელმაც ბოლო 4 თვის მანძილზე მედიაში და ინტერნეტ სივრცეში კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობის მონიტორინგი ჩაატარა, აცხადებენ, რომ საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იცავენ მომხმარებლის ინტერესს.
"ზოგიერთმა სარეკლამო რგოლმა შესაძლოა ბანკის კლიენტი შეცდომაში შეიყვანოს. ყველა ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. მაგალითად, თუ კი მომხმარებელი ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადაიტანს სესხს, შეიძლება ეს პროცესი ბევრად უფრო ძვირი დაუჯდეს. ასევე აუცილებელია, კარგად გაეცნონ საპროცენტო განაკვეთებს, რადგან რეკლამაში შესაძლებელია ყველაზე მინიმალური რიცხვი იყოს მითითებული, ბანკში მისვლის დროს კი განსხვავებული სურათი დახვდეს. მომხმარებელი ასევე კარგად უნდა გაეცნოს საჩუქრად გადმოცემული სესხის პირობებს, განსაზღვროს თავისი შესაძლებლობები, თუ რამდენად კარგად მოახერხებს დამატებითი ვალდებულების გასტუმრებას. რაც შეეხება ბანკებს ისინი უფრო მეტი პასუხისმგელობით უნდა მოეკიდონ მათ მიერ წარმოებულ სარეკლამო კამპანიას და მაქსიმალურად დაიცვან მომხმარებლის ინტერესები. სარეკლამო რგოლი კი უნდა ასახავდეს რეალობას და არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
„საზოგადოება და ბანკებში" ამბობენ, რომ შემოდგომაზე სარეკლამო რგოლები ძირითადად სესხების "პორტირებას" ეხებოდა. ასეთი ტიპის რეკლამებში ბანკები მომხმარებლების რაოდენობის გაზრდით მიზნით მათ ინდივიდუალურ პირობებს სთავაზობდნენ. ამას გარდა, ყურადღება გამარტივებულ პროცედურებზეც იყო გამახვილებული (იგულისხმება მცირე დროში, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე სესხის დამტკიცება). როგორც წესი, სესხის დამტკიცება საკმაოდ დიდ და რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ბანკები ასეთი მარკეტინგული ხერხით ცდილობდნენ მომხმარებლის ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაზრდას.
"ამასთან რეკლამებში კიდევ ერთი დადებითი ტენდეცია გამოიკვეთა - ბანკები მომხმარებელს სესხების ერთ გრძელვადიან ვალდებულებად გაერთიანებას სთავაზობდნენ. ეს შეთავაზება ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტულია, რადგან მარტივდება გადახდის პროცედურა. მომხმარებელი რამდენიმე სესხს და განსხვავებულ გადახდის გრაფიკს ერთ ვალდებულებად აერთიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის რეკლამებში ყურადღება მხოლოდ გამარტივებულ პროცედურებზე და მომსახურებაზეა გამახვილებული. რაც შეეხება პროცენტებს და საკომისიოებს, არანაირი ინფორმაცია არ არის მითითებული. ამ ყველაფრით კი მომხმარებელი შეცდომაში შედის. ასეთი ტიპის სარეკლამო შეთავაზებები ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე ხდება. ბანკები ორიენტირებულები არიან, არა მხოლოდ ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნებაზე, არამედ პოტენციური მსესხებლების მოზიდვაზეც. მომხმარებლისთვის ეს დადებითი ფაქტია, რადგან მას აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბანკების სარეკლამო კამპანიები კიდევ უფრო გააქტიურდა. ბანკები მომხმარებლებს სხვადასხვა სასესხო პროდუქტს დამატებით საჩუქრებთან ერთად სთავაზობენ. ერთი მხრივ, ასეთი ტიპის კამპანია საკმაოდ კარგია მომხმარებლისთვის, მაგრამ უმეტესად, საჩუქრებში, კიდევ ერთი დამატებითი სასესხო პროდუქტი იგულისხმება (უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჩუქარი ნებაყოფლობითია და თუ მომხმარებელი ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას, ის სესხით ვერ ისარგებლებს). რაც შეეხება რეკლამების შინაარს, ყურადღება მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტზე და საჩუქრებზეა გამახვილებული, ხოლო საპროცენტო განაკვეთზე და დამატებით საკომისიოებზე არაფერია ნათქვამი"- განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ბოლო 4 თვის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა განვადების აქტიური სარეკლამო კამპანიაც. ბანკები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებთან და საავტომობილო ცენტრებთან ერთად მომხმარებლებს სხვადასხვა სახის განვადებას სთავაზობენ. ასეთი ტიპის სარეკლამო რგოლებში ყურადღება კვლავ 0%-იან განვადებაზეა გამახვილებული.
"კარგია, რომ ზოგიერთ რეკლამაში სხვა თანდართული ხარჯიც არის მითითებული, რომელიც რეკლამაში ასევე 0-ის ტოლია (წინსწრების საკომისიო, თანამონაწილეობა), თუმცა ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე არაფერი არ არის ნათქვამი. „საზოგადოება და ბანკების" მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ წლიური საპროცენტო არ არის 0%. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი მსგავსი ტიპის რეკლამებიდან, კიდევ ერთხელ შედის შეცდომაში და მას ნებისმიერი პროდუქტის შეძენა გაცილებით ძვირი უჯდება. ბანკები და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები მომხმარებლის მიზიდვას კიდევ ერთი მარკეტინგული ხერხით ცდილობენ. მაგალითად, ტექნიკის განვადებით შეძენის შემთხვევაში მოხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით და სესხის გადახდა გარკვეული დროის შემდეგ დაიწყოს. ბანკები მსგავსი ტიპის შეღავათს, სხვა სასესხო პროდუქტების შემთხვევაშიც სთავაზობენ.
„საზოგადოება და ბანკები" მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა საბანკო რეკლამების მონიტორინგს, შესაბამისად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კამპანიები მრავალფეროვანია. სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებთან ერთად, ახლა უკვე ბანკებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებლებს 0%-იანი განვადების რეკლამებს, სადაც არ არის მითითებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. თუმცა დადებითი ფაქტია, რომ დამატებითი საკომისიოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია არის მიწოდებული. ზაფხულის პერიოდში არსებულ რეკლამებში საუბარი იყო სესხის პროცენტებზე და სხვა დამატებით ხარჯებზე, რასაც ვერ ვიტყვით მიმდინარე სარეკლამო კამპანიებზე. ახლა მთელი ყურადღება იმ საჩუქრებზეა გამახვილებული, რაც თან ახლავს სესხით სარგებლობას და არავითარი ინფორმაცია არ არის მითითებული ხარჯებზე", - განმარტავს გიორგი კეპულაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი